რუსთაველის გამზირზე წიწაკის სპრეი გაუშვეს

14.05.24 17:34
რუსთაველის გამზირზე წიწაკის სპრეი გაუშვეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წიწაკის სპრეი გაუშვეს - სპეცრაზმმა მხუთავი საშუალება მაშინ გამოიყენა, როცა დავით ქაცარავას აკავებდნენ. 

კადრებში, რომელსაც "პირველები" იღებს, ჩანს რომ ნიღბიანები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეით გაანაიტრალა სასულიერო პირიც, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა. 

კიდევ ერთი მოქალაქე "პირველებთან" ყევბა, რომ მას წიწაკის სპრეი პირდაპირ სახეში შეასხეს, როცა ის დავით ქაცარავას დაკავებას მობილურით იღებდა. 

მსგავსი სიახლეები