რიში: კანონის მიღებით, მთავრობამ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით
კანონის მიღებით, მთავრობამ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით - ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში წერს.
რიში რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება და იმ ზიანზე საუბრობს, რაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს მიადგება.
დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის მასიური სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს," - წერს რიში.