პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა

16.03.21 15:03
პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა. ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა. 

კანონპროექტის მიხედვით, ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო, ცალკე - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.