მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ამის გამო - როთი "ოცნებაზე"
საქართველოში საგანგებო ვიზიტით ჩამოსული ევროდეპუტატები - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციზე პირდაპირ უთხრა "ოცნების" ხელისუფლებას, რომ რუსული კანონის დამტკიცების გამო მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.
ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული თქვენი პარლამენტის გადაწყვეტილებით. მმართველი პარტია მზად უნდა იყოს შედეგებისთვის. რეპუტაციის დაკარგვაზეა საუბარი. მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ამის გამო. არის საუბარი სანქციებზე, ყველაზე მნიშვმელოვანი სანქცია ის შეიძლება იყოს რომ კანდიდატის სტატუსი გაუფასურდება. ვიცით სად არის მოლდოვა და უკრაინა მაგრამ სადაა ამ დროს საქართველო?! ვიზალიბერალიზაციის გადახედვა იმ ახალგაზრდებს დააზიანებს ვინც ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა როთიმ.