პოლიციამ მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დაკეტა - მოქალაქეებს მეტროში შესვლა არ შეუძლიათ

14.05.24 18:16
პოლიციამ მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დაკეტა - მოქალაქეებს მეტროში შესვლა არ შეუძლიათ

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ამასთან, ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განუცხადა, “მეტრო დროებით დაკეტილია”.

თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს.

ფოტო: IPN

 

მსგავსი სიახლეები