რუსული კანონი პარლამენტში ხმაურის და ჩხუბის ფონზე დაამტკიცეს
84 დეპუტატი, რომელმაც საქართველოს ხელმეორედ გასაბჭოებას დაუჭირა მხარი - მათი გვარები ახლა პარლამენტის კედლებზეა გაკრული. რუსული მმართველობა ოფიციალურად გაფორმებულია. "ოცნების" დეპუტატებმა მწვანე ღილაკს ერთხმად მიაჭირეს ხელი და ასევე ერთხმად გაიქცნენ საკანონმდებლო ორგანოდან. ერთმანეთს ასწერებდნენ და სხდებოდნენ მანქანებში, რომ დროულად დაეტოვებინათ ის შენობა, რომლის გარედანაც მათ მათი შვილების თაობის ხმამაღალი პროტესტი ესმოდათ.
შვილებს გაურბიან, სამაგიეროდ, დიდი გული აქვთ უმცირესობაში მყოფი ოპოზიციონერების მიმართ. არ ერიდებოდნენ გინებას, ხელის დარტყმას და სხვადასხვა საგნების სროლას. ასეთი აგრესიული "ოცნება" სხდომათა დარბაზში ჯერ არ ყოფილა. ოპოზიციის ყველა გამოსვლა მუშტი-კრივით სრულდებოდა. ვერ ეგუებოდბნენ, როდესაც მათ მოღალატეებს და ორჯონიკეძეებს ეძახდნენ, ამიტომ არგუმენტებისგან დაცლილი მმართველი გუნდის ერთადერთი იარაღი მუშტი იყო.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.