ოლიგარქი სანქციების პირისპირ - რა გაფრთხილებები მიიღო პრემიერმა ჯიმ ობრაიენისგან?
ოლიგარქისთვის და მისი მთავრობისთვის წამზომი ჩართულია. მმართველობიდან 12 წლის შემდეგ ოლიგარქი ამერიკული სანქციების პირისპირ აღმოჩნდა. ქვეყნის გასაბჭოების მცდელობისთვის ივანიშვილს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. პრემიერ-მინისტრმა დღეს პირადად მოისმინა, რა მოჰყვება დასავლეთის და მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გაფრთხილებების იგნორირებას. სწორედ კობახიძეა ის პერსონა, რომელმაც ამერიკის მოსალოდნელი სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილი ჩააყენა საქმის კურსში.
ამიტომ ჯეიმს ობრაიანთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. კობახიძე ორი საათის განმავლობაში ისმენდა ვაშინგტონის მძიმე გზავნილებს. შემდეგ მოლაპარაკებები უკვე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებთან გაგრძელდა და პრეზიდენტთან დასრულდა. ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელს მთელი დღე სპეცდანიშნულების რაზმების და რობოკოპების ფონზე უწევდა შეხვედრების გამართვა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.