არ აგარევინებთ, რამდენ პროვოკაციაზეც არ უნდა წამოხვიდეთ და არ შევალთ თქვენთან მოლაპარაკებაში - მარგველაშვილი
"არ აგარევინებთ, რამდენ პროვოკაციაზეც არ უნდა წამოხვიდეთ და არ შევალთ თქვენთან მოლაპარაკებაში," - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი საუბრობს.
პარლამენტთან აქციაზე მყოფი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" თავის სრულად ლუსტრაციას ახდენს.
ძალიან დაბნეულები არიან და არ იციან, რა გააკეთონ და ახლა ბიძინამ ეტყობა მოითხოვა, "რამდენიმე კვადრატული მეტრო" - როგორც თვითონ ამბობს. ამას შინაარსი არ აქვს. აკეთებენ თავის ლუსტრაციას და მეორე მხრივ, მეტ და მეტ საქართველოს მოქალაქეს რთავენ მშვიდობიან პროტესტში, რომელსაც ჩვენ გავიტანთ.
არ აგარევინებთ, რამდენ პროვოკაციაზეც არ უნდა წამოხვიდეთ და არ შევალთ თქვენთან მოლაპარაკებაში,“ - ამბობს მარგველაშვილი.