ფოტიგა "ოცნებაზე": ცხადად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ
"ცხადად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ" - ამის შესახებ ანა ფოტიგა აცხადებს.
ფოტიგა სოციალურ ქსელში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება.
ძალიან ცუდი სიახლე გავიგეთ საქართველოდან. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქართულ საზოგადოებას დაუწესოს რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ისინი ცხადად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს პროდასავლურ და ევრო-ატლანტიკურ გზას. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, წარმატებას გისურვებთ თქვენ გზაზე დასავლური სტრუქტურებისკენ. შეინარჩუნეთ თქვენი გამბედაობა და გქონდეთ იმედი, რათა მიაღწიოთ თქვენს დიდებულ მიზნებს," - ამბობს ფოტიგა.