პრეზიდენტისა და ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შინაარსი საჯარო არ არის - ადმინისტრაცია

14.05.24 19:29
პრეზიდენტისა და ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შინაარსი საჯარო არ არის - ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულზე მეტ დროს გაგრძელდა, - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაცია შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა წერს, რომ ხანგრძლივი შეხვედრის გამო გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევრი გაგრძელდა.

საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა.

საუბრის შინაარსი საჯარო არ არის, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები