გახარია: ვითანამშრომლებთ ყველა პლატფორმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

14.05.24 19:54
გახარია: ვითანამშრომლებთ ყველა პლატფორმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

 ვითანამშრომლებთ ყველა პლატფორმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად - ამის შესახებ გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ყოფილ პრემიერს "დღის ამბების" წამყვანმა მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვითაც: "ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია". 

გიორგი გახარიას თქმით, დღეს ყველა საქართველოს მოქალაქის ეროვნული ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი.

ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ ქალბატონ პრეზიდენტთან ამ პლატფორმის განხილვის თვალსაზრისით და ყველგან იქ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი იქნება დასაცავი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ იქნება ორგანიზებული, ან ვისი ინიციატივა იქნება. დღეს ყველა საქართველოს მოქალაქის ეროვნული ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. 

მსგავსი სიახლეები