არავის აქვს უფლება წაგართვათ თქვენი ევროპული ოცნება - ლიეტუვის პრეზიდენტი

14.05.24 19:55
არავის აქვს უფლება წაგართვათ თქვენი ევროპული ოცნება - ლიეტუვის პრეზიდენტი

"არავის აქვს უფლება წაგართვათ თქვენი ევროპული ოცნება" - ამ სიტყვებით მიმართავს ქართველ ხალხს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ნაუსედა რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება.

ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით“, – წერს ნაუსედა.

მსგავსი სიახლეები