ენმ 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას წყვეტს - ხაბეიშველი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მხარზე , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის - ამბობს ის.
„ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ და ასევე, მნიშვნელოვანია გაცნობოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება - 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ასევე, მინდა გითხრათ და გადმოგცეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც ცხადია იქნებიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.