სტრატეგია აღმაშენებელი - ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის

14.05.24 20:20
სტრატეგია აღმაშენებელი - ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის

“დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე” - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაშია ნათქვამი.

“სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას. 

 დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე.  

ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. 

 რუსული რეჟიმი ლუსტრირებულია, ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება” - ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებაში.
 

მსგავსი სიახლეები