მაიკლ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.
რუსთაველის გამზირზე იმყოფება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.
ისინი ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სიტყვით მიმართავენ.
ფინეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მეორე დღეა, თბილისში იმყოფებიან.