"არასწორადაა ინფორმირებული, გასაოცარი და სამწუხაროა" - როგორ აღიქვა ჯიმ ო'ბრაიენმა ივანიშვილის უარი შეხვედრაზე
რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ჯიმ ო'ბრაიენს და როგორ აღიქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბოიკოტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ - როგორც ჯიმ ო'ბრაიენი ამბობს, საქართველოში ჩამოსვლამდე მან გამოთქვა სურვილი, რომ შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მან პრემიერისგან შეუთვალა, რომ თავს სანქცირებულად თვლის და უარს ამბობს შეხვედრაზე.
ჯიმ ო'ბრაიენი ამბობს, რომ ივანიშვილის ამ განცხადებიდან ჩანს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ინფორმირებული არ არის საქნცირების საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ის არავის დაუსანქცირებია.
ო'ბრაიენისთვის ივანიშვილის მიერ შეხვედრაზე უარი ასე აღიქმევა - "გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ქვეყნის ვალდებულებაზე რომელიც გაწერია კონსტიტუციაში".
გაგიზიარებთ ერთ ამბავს, კანონის განხილვებთან დაკავშირებით, გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერთან, მივიწვიეთ ის აშშ-ში კანონთან დაკავშირებით ასევე შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და სანამ აქ ჩამოვიდოდით გამოვთქვით სურვილი ივანიშვილთან შეხვედრის და პრემიერის მხრიდან პასუხი იყო, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის - ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე ცუდად, არასწორად ინფორმირებული, გასაოცარი და სამწუხაროა.
მიზეზი, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე უარი განაცხადო, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ქვეყნის ვალდებულებაზე, რომელიც გაწერია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობები ერთი მიმართულებაა," - ამბობს ჯიმ ო'ბრაიენი.