თბილისში ხვალ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ სამუშაო ვიზიტით თბილისს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევიან.
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ყველა მინისტრი და პრეზიდენტი განცხადებებს გააკეთებენ.