რაზე ესაუბრა ჯიმ ო’ბრაიენს - პაპუაშვილის ვერსია
რაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენმა - შალვა პაპუაშვილი საკუტარ ვერსიას სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი არ მალავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსული კანონი.
„გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან. ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.