ესაუბრა თუ არა ო'ბრაიენი ივანიშვილს? - რას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

14.05.24 21:27
ესაუბრა თუ არა ო'ბრაიენი ივანიშვილს? - რას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

ესაუბრა თუ არა ო'ბრაიენი ივანიშვილს? - როგორც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, მას კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.

ო'ბრაიენი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მასსა და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით "პირველების" ჟურნალისტის კითხვას, ო'ბრაიენი ამბობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ის პარტნიორების მხრიდან დასანქცირებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

ის ფიქრობს, რომ ჩვენ მას უკვე დავუწესეთ სანქციები. თუ ის ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც განვიხილავთ," - ამბობს ო'ბრაიენი. 

კიდევ ერთ კითხვაზე, იქნება თუ არა დაგვიანებული ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე მსჯელობა, ამაზე ო'ბრაინები ამბობს, რომ პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია.

ეს ყველაფეირ მოხდება ძალიან მალე, არ მინდა პროგნოზი შემოგთავაზოთ, მაგრამ ამაზე საუბარი გვექნება, როცა სანქციებს ვაწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებსა და მყარ კანონიერ საფუძველზე, მსგავსი საკითხები ერთ ღამეში არ წყდება," - ამბობს ო'ბრაიენი.

მსგავსი სიახლეები