ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული - ჯიმ ო'ბრაიენი
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის თქმით, "ამ ეტაპზე" ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.
- ო'ბრაიენი ამ კომენტარით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ივანიშვილმა ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა "დე ფაქტო სანქცირების" გამო თქვა.
სანამ აქ თბილისში ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეში. ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული", - თქვა ო'ბრაიენმა.
მისივე თქმით, "ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა".
ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი"- დასძინა მან.
ო'ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმიანება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, "არ იყოს დაშინება, თავდასხმები. ვინც დამნაშავეა და ვინც ესხმის თავს, აუცილებელია, წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე".