როთი აქციის მონაწილეებს: არ დანებდეთ, დარჩით ძლიერი, იყავით ფრთხილად
"თბილისი არის ნამდვილი დედაქალაქი ევროპისა და ჩვენ ყველა თქვენით ვამაყობთ", - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა.
თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტს ელოდეთ ჩვენგან.
დღეს აქტივისტები და ჟურნალისტები გვეკითხებიან რა შეიძლება ითქვას ქართულ კოშმარულ დღეებზე. გთხოვთ, ძვურფასო ქართველებო, უსმინეთ ახალგაზრდა თაიბას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, დებს და ძმებს.
მე ვიცი რიმ თქვენი გული ბრაზით სავსეა, მაგრამ მე მიშელ ობამას სიტყვებს გავიმეორებ, თუ ისინი დაბლა მიდიან, შენ მაღლა წადი.
არ დაუჯეროყ ტყუილებს, ამ კონსპირაციულ თეორიებს, თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, რადგან თქვენ იბრძვით იმისთვის რასაც ევროპა ჰქვია - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა.
სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეხა შესაძლებლობა შევხვედროდით თქვენუ მთავრობის წარმომადგენლებს ოარლამენტში. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ სოლიდარობა გამოვხატოთ თქვენ მიმართ ევროკავშირში.
ჩვენი მესიჯი მთავრობისადმი, მმართველი პარტიისადმი არის მკაფიო და გასაგები. გააჩერეთ ეს კანონი. დაუბრუნდით ევროპას.
ჩვენ აქ ვართ სხვადასხვა თაობიდან, სხვადასხვა გამოცდილებით, მაგრამ ვართ ერთიანები ქართველ ხალხთან მეგობრობაში.
ამიტომ მე მინდა გთხოვით არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი სიძლიერის. დარჩით ძლიერი, იყავით ფრთხილად," - მიმართა როთმა დემონსტრანტებს.