თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა თავისუფლებისთვის. აქ თქვენს მხარდასაჭერად ვართ - ფიშერი
"თქვენმა წარმომადგენლებმა პარლამენტში არ მიგვიღეს, არ მოგვისმინეს. მაგრამ ჩვენ თქვენ გხედავთ და თუ ჩვენ ვერ ვიქნებით აქ უკან, პარლამენტში. ვართ აქ თქვენთან ერთად," - ამ სიტყვებით მიმართა თბილისში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.
ფიშერი ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდა და მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საღამომშვიდობისა ევროპა! საღამომშვიდობისა თავისუფლებავ! ჩვენ მოვედით პარლამენტში შესახვედრად, მაგრამ ის დაკეტილია. თქვენმა წარმომადგენლებმა პარლამენტში არ მიგვიღეს, არ მოგვისმინეს. მაგრამ ჩვენ თქვენ გხედავთ და თუ ჩვენ ვერ ვიქნებით აქ უკან, პარლამენტში. ვართ აქ თქვენთან ერთად.
თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა თავისუფლებისთვის. აქ თქვენს მხარდასაჭერად ვართ," - მიმართა ფიშერმა აქციის მონაწილეებს.