ვამბობთ, რომ ეს პუტინის კანონია და ჩვენ უნდა გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში და აქ, საქართველოში - ჟიგიმანტასი
"ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პუტინის კანონია და ჩვენ უნდა გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში და აქ, საქართველოში. თქვენ გახდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი," - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.
ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი აქ იდგა 2008 წელს და აქ ვდგავარ ჩვენს მეგობრებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თქვენთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პუტინის კანონია და ჩვენ უნდა გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში და აქ, საქართველოში.
თქვენ გახდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი.
და ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტრებს ერთობლივად," - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.