ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პრემიერი
„ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შეფასებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას:
„როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვიტყოდი ამ ე.წ რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას. პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოდიგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, ბუნებრივია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს”, - განაცხადა კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები რამდენიმე საათის წინ მივიდნენ.
ევროპელი დელეგატების სიტიტყვით მიმართვის შემდეგ შეკრებილები სკანდირებდნენ : “ მადლობა, მადლობა”. სიტყვით გამოსვლების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.