გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან - პრემიერი

14.05.24 22:30
გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის ფოტო ნანახი აქვს, დღეს ტვ პირველის ჟურნალისტს უმტკიცებს, რომ გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. 

მეტიც, მაშინ როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები ფიზიკურად უსწრებინებიან და ამის ამსახველი არაერთი ვიდეო კადრები მედიამ გადაიღო, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

კობახიძემ 2024 წელს ჩადენილი სიასტიკის გადაფარვა ძველი ხელისუფლების ნაბიჯების გახსენებით სცადა. 

"აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არარელევანტურია, ამიტომ გაგახსენეთ წარსული. ასეთი ტიპის ინციდენტებს ვგმობ, საჭიროა მაქსიმალური მოთმინების გამოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც, როცა საქმე შეურაცხყოფასთან, ძალადობასთან გვაქვს. ეს შეესატყვისება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს, მაგრამ ჩვენ 2012 წლიდან საქართველოში ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტები დავამკვიდრეთ. ჩემი მოთხოვნაა ყველას მიმართ, სწორედ, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით ვიმოქმედოთ.

ყველა ფაქტზეა გამოძიება დაწყებულია. მინდა შეგახსენოთ, რა მასშტაბის ძალადობა იყო შარშან, როცა ორკები თბილისის ქუჩებში ძალადობდნენ, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, დაწვეს მანქანები, ავტობუსები, დააზიანეს არაერთი სამართალდამცავის ჯანმრთელობა, დღემდე მკურნალობენ სამართალდამცავების სტრუქტურების წარმომადგენლები შარშანდელის შემდეგ და ერთადერთი ადამიანი იყო ამისათვის დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ.

ერთადერთი კაცი იყო დაჭერილი შარშანდელი ამ მასშტაბის ძალადობის შემდეგ და ისიც თქვენ გამოაცხადეთ გმირად. ამის შემდეგ, როცა თქვენ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე საუბრობთ, უბრალოდ, ამის უფლება არ გაქვთ"- ამბობს კობახიძე.

პირველების შეკითხვეზე, ახალისებს თუ არა ამ განცხადებით პოლიციელთა მხრიდან მორიგ ძალადობას მთავრობის მეთაურმა თქვა: ქართულ გამოძიებას ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი აქვს: 

არაფერს არ ვახალისებ, პირიქით, გამოძიება დაწყებულია ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიების მაღალი სტანდარტი გაქვს, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი, ამიტომ არის, რომ შარშანდელის შემდეგ, ერთადერთი კაცი იყო დაჭერილი რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ. ამიტომ დაელოდეთ ყველაფერს.“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რუსულ კანონს, რომელიც ხელისუფლებამ მესამე მოსმენით მიიღო, კობახიძე აღნიშნავს, რომ "ეს ტერმინი ცრუპენტელობაა“

დავით ქაცარავას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დღეს რუსთაველის გამზირზე სასტიკად გაუსწორდნენ. აქციის მონაწილეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ქაცარავა ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 
 

მსგავსი სიახლეები