არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი - პრეზიდენტი
არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი იქვე განმარტავს, რომ ამას გააკეთებს არჩევნებში არა უშუალოდ ჩართვით, არამედ იქნება პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის პროდასავლური ფრონტის გარანტორი.
"საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.