შაჰინი: შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის
"შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის," - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი წერს. სენატორი სოციალურ ქსელში რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება.
შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. მე ღრმად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ, რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის სურვილებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში," - ამბობს ჯინ შაჰინი.