არმაზ ახვლედიანი - ახლა მინიმუმ გომელაურის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ

14.05.24 23:09
არმაზ ახვლედიანი - ახლა მინიმუმ გომელაურის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. 

პოლიციელთა მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტების შემდეგ, ახლა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა უნდა იყოს: 

მნიშვნელოვანია, კონკრეტულ მოთხოვნებზე გადავიდეთ, ახლა მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას უნდა ვითხოვდეთ. რომელმაც სამართალდამცავი სისტემა სამართალდამრღვევ სისტემად აქცია.

გავიხსენოთ, როცა 9 აპრილზე ვსაუბრობთ და ეს თემა კობახიძეს არ მოსწონს, მაშინ ჯალათმა კრემლმა გამოაგზავნა წითელი არმიის დანაყოფები, თბილისში, რადგან იცოდა რომ მაშინდელი "მილიცია" ამას არ გააკეთებდა.  დღეს ამას ივანიშვილი და გომელაური ამას აკეთებინებს თანამედროვე პოლიციას. ეს სირცხვილი და დანაშაულია. ამიტომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მოვითხოვოთ მინიმუმ გომელაურის გადადგომა"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები