"ნაცემია, თავში და სახეში ურტყეს" - რა ინფორმაცია აქვს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუას
ლაზარე გრიგორიადისი ისევ დიღმის სამმართველოშია, ის საავადმყოფოში კვლავ არ გადაუყვანიათ - ამის შესახებ პირველებს ლაზარეს ბაბუა გია კალანდაძე უყვება.
კალანდაძის თქმით, ადვოკატმა ლაზარე უკვე მოინახულა. ბაბუა უფლებადამცველზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისი შვილიშვილი სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს - რა დროსაც მან გონებაც დაკარგა. დაზიანებები აღენიშნება თავის არეში - შუბლსა და სახეში.
ნაცემია, თავში და სახეში ურტყეს, შუბლზე აქვს ჩალურჯება," - ამბობს ბუბუა.