კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან - 11 სენატორი ოცნებას შესაძლო სანქციებზე აფრთხილებს

15.05.24 00:06
კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან - 11 სენატორი ოცნებას შესაძლო სანქციებზე აფრთხილებს

"ბნელი დღე ქართული დემოკრატიისთვის" - "ქართული ოცნების" მიერ, რუსული კანონის მიღების შემდეგ, 11 ამერიკელი სენატორი საგაბგებო მიმართვას ავრცელებს. 

განცხადების ავტორები პირდაპირ წერენ, რომ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთბულ შტატებთან, ასევე, დააზარალებს EU-ის წევრობის მისწრაფებას. 

კონგრესმენბის შეფასებით, კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს ამერიკის პოლიტიკაში ცვლილება საქართველოს მიმართ. 

კონგრესმენები კიდევ ერთხელ ახსენებენ ირაკლი კობახიძეს მათ გაფრთხიებას და წერენ, რომ ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს, ვიზების აკრძალვისა და აშშ-ს პირდაპირი დახმარების გადახედვას. 

"ეს არის ბნელი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა ასობით ათასი ქართველის სურვილის დარღვევაა, რომლებიც აგრძელებენ კანონმდებლობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს. ეს არა მხოლოდ გამოყენებული იქნება სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს.

როგორც ჩვენ გავაფრთხილეთ პრემიერ-მინისტრი კობახიძე, მისადმი გაგზავნი წერილში, ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს განიხილოს ამერიკის პოლიტიკაში ცვლილება საქართველოს მიმართ, იმისთვის, რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში.

როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე დემოკრატიის, ვიზების აკრძალვისა და აშშ-ს პირდაპირი დახმარების გადახედვისთვის. როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც ღრმად არიან სიმპათიით განწყობილნი ქართველი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის 79%-ის მხარდაჭერას. თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობას და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები