"მონა!" - მომიტინგეები ღარიბაშვილის სახლთან იმყოფებოდნენ
"მონა!" - ეს შეძახილები ისმოდა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან. საპროტესტო აქციის მონაწილეები "ოცნების" თავმჯდომარის სახლთან იმყოფებოდნენ.
მანამდე ისინი გმირთა მოედნიდან დაიძრნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან გზა ჭავჭავაძის გამზირზე გააგრძელეს და გადაკეტეს.