"დააკავეს იმიტომ, რომ იყო ლაზარე" - ადვოკატი გრიგორიადისის დაკავების დეტალებზე

15.05.24 00:43
"დააკავეს იმიტომ, რომ იყო ლაზარე" - ადვოკატი გრიგორიადისის დაკავების დეტალებზე

"დააკავეს იმიტომ, რომ იყო ლაზარე" - ამის შესახებ გრიგორიადისის ადვოკატი "პირველებთან" საუბრობს.

ეკა ქობესაშვილი ყვება დაკავების დეტალებზე, რაც ლაზარე გრიგორიადისმა მოუყვა. ის იმ დროს აიყვანეს სპეცრაზმელებმა, როცა პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. მას სასტიკად გაუსწორდნენ, აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, თუმცა ის ამ დრომდე დიღმის იზოლატორში რჩება.

ნაცემია, დაზიანებები აქვს სახის და თავის არეში. ტკივილები აქვს და ამ ეტაპზე არ მიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაეყვანათ სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში. 
რაღაც მომენტში ცემის დროს გავითიშეო და რაღაც მომენტი ვიყავი გათიშულიო. 
უბრალოდ იდგა, მივიდნენ, რამდენიმეს აკავებდნენ და ეს დააკავეს, დაეჭიდნენ და დააცხრნენ. დააკავეს იმიტომ, რომ იყო ლაზარე,“ - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

მსგავსი სიახლეები