ლაზარეს დაკავების კადრები - ნიღბიანი აქტივისტს თავში გამეტებით ურტყამს

15.05.24 00:47
ლაზარეს დაკავების კადრები - ნიღბიანი აქტივისტს თავში გამეტებით ურტყამს

 

 

რა ვითარებაში დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, როგორ უსწორდებიან მარტის აქციების მონაწილეს ნიღბიანები. 

ლაზარე იმ დროს აიყვანეს, როცა ის სხვა მომიტინგის დახმარებას ცდილობდა, რომლის დაკავებასაც გომელაურის უწყების თანამშრომლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობდნენ. 

კადრების მიხედვით, ლაზარეს ზურგიდან სამართალდამცავი ეპარება, შემდეგ ლაზარეს ძირს აგდებენ და პარლამენტის ეზოში მიათრევენ.

ვიდეო-მასალაში ნათლად ჩანს, როგორ ურტყამს უკვე დაკავებულ ლაზარე გრიგორადისს სამართალდამცავი მუშტს თავის არეში.

ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ ლაზარემ გონება დაკარგა. როგორც "პირველებს" აქტივისტის ადვოკარმა უთხრა, მას შემდეგ რაც  სპეცრაზმელებმა სცემეს, ლაზარემ გონება დაკარგა. აქტივისტს დაზიანებები აქვს თავსა და სახეში.

ვიდეო - აპრილი • Aprili

ასევე ნახეთ: 

სამართალდამცავებმა ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დღის პირველ ნახევარში დააკავეს.

როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია,  ლაზარე დიღმის სამმართველოშია მოთავსებული, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

 

მსგავსი სიახლეები