საპროტესტო მსვლელობები დასრულდა და მომიტინგეები პარლამენტთან დაბრუნდნენ
თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობები დასრულდა და მომიტინგეები პარლამენტთან დაბრუნდნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გმირთა მოედნიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ.
მსვლელობას წინ მოტოციკლისტები მიუძღოდნენ.
ისინი პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ გააგრძელებენ.