ელოდებიან თუ არა სანქციებს? - პაპუაშვილი კითხვას არ პასუხობს

15.05.24 11:27
ელოდებიან თუ არა სანქციებს? - პაპუაშვილი კითხვას არ პასუხობს

"პირველების" კითხვას, ელოდებიან თუ არა სანქციებს აშშ-დან, პარლამენტის თავმჯდომარე არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.

მსგავსი სიახლეები