სანქციების საფუძველი არ არსებობს - გივი მიქანაძე

15.05.24 11:29
სანქციების საფუძველი არ არსებობს - გივი მიქანაძე

აშშ-დან დაანონსებული სანქციების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ამგვარი ზეწოლა მიუღებელი და გაუგებარია. 

სანქციების საფუძველი, რეალურად, არ არის. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებს. ამ პარლამენტს 5 თვე აქვს დარჩენილი თავისი საქმიანობის გასახორციელებლად. მიუღებელია, როდესაც ხდება გარკვეული ზეწოლა, წნეხი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა რა, როგორ უნდა გაინიხილოს, - ამბობს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.

 

მსგავსი სიახლეები