ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, ამის უფლებაც არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე - ბეჟან წაქაძე

15.05.24 11:40
ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, ამის უფლებაც არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე - ბეჟან წაქაძე

ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, ამის უფლებაც არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ფიქრობს, რომ სანქციების დაანონსების მიუხედავად, აშშ ამაზე არ წავა.

წაქაძე ამბობს, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ მასში მოტივირებული შენიშვნების შეტანა იქნება შესაძლებელი, თუმცა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა თქვა, რომ "ყალბ, ხელოვნურ" მოლაპარაკებებში შესვლას არ გეგმავს. 

სანქციაზე საუბარი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე და ჩემს რეგიონში. ჩვენი წინაპრები უფრო მეტს აკეთებდნენ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, იმიტომ, რომ გუშინ მოუსმინეთ ალბათ, ტელევიზიით იყო, მოხდება განხილვა, თუ რამე ღირებულს წარმოადგენენ, რომელიც შესაძლებელია და მისაღები, რა თქმა უნდა, შევიტანთ ცვლილებას იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ვეტოს ფორმატში, - ამბობს ბეჟან წაქაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.

 

მსგავსი სიახლეები