საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, მაგრამ ახლა შეიძლება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით განადგურდეს - ლანდსბერგი

15.05.24 11:44
საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, მაგრამ ახლა შეიძლება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით განადგურდეს -  ლანდსბერგი

"საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, მაგრამ ახლა შეიძლება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით განადგურდეს" - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ევროპელი პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებას" სანქციებს უანონსებს და ღიად აცხადებს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

ლანდსბერგი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით ქართველი ხალხის კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს.

ჩვენ საქართველოში როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები ისე ჩამოვედით. მიმდინარე კვირის განმავლობაში, საქართველო მოხდა ახალი ამბების გარეკანებზე. იქნა ძალადობრივი აქტები გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაგრამ გამძლეობა, რომელიც ქართველმა ხალხმა აჩვენა, მათ დააფიქსირეს მათი ევროპული ასპირაციები. ჩვენი მთავარი ამოცანა, რატომაც აქ ვიმყოფებით, არის ის, რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მომავალი ქართველ ხალხს ეკუთვნის და არავის მხრიდან არ უნდა იყოს ხელყოფილი. უნდა გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ ამ გზას გააგრძელებენ, იქნება გარკვეული შეზღუდვები. საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, მოვიდა აქამდე, მაგრამ ახლა შეიძლება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით განადგურდეს", - ამბობს ლანდსბერგისი.

ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები