აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტენ. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა გააკეთა.
მისი განცხადებებით, "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "ახალი" უმაღლესი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ბაგრატიონმა
ბრიფინგზე ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს პატრიოტიმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და დაკავებულ, ნაცემ და დაზარალებულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ბაგრატიონმა ყველა პროდასავლურ პარტიას მთავარი ეროვნული იდეის გარშემო გართიანებისკენ მოუწოდა.