"ოცნების" წევრებს ქვეყნის ღალატისთვის დამსახურებული ფასის გადახდა მოუწევთ - ნაცვლიშვილი სანქციებზე
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აშშ-დან დაანონსებული სანქციების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილს გუნდს და თავად ივანიშვილსაც ქვეყნის ღალატისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ოპზიციის წევრის თქმით, აღნიშნული სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისთვის "დამსახურებული" იქნება.
ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო და ძალიან მკაცრი განცხადება, სანქციები არა მხოლოდ თანამდებობის პირების, არამედ მათი ოჯახის წევრებზე როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო, რაც იქნება ძალიან მძიმე პერსონალური ფასი, მაგრამ დამსახურებული ფასი იმ ღალატისთვის, რომელსაც სჩადიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსეთის მითითებით. ივანიშვილსაც პერსონალურად, თუ ის გააგრძელებს ამ გზას, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ამ პირადი ფასის გადახდა მოუწიოს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.