"მაგარ შარში არიან" - ელისაშვილი დაანონსებულ სანქციებზე

15.05.24 12:01
"მაგარ შარში არიან" - ელისაშვილი დაანონსებულ სანქციებზე

 "შარში არიან", - ასე აფასებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ოცნების" მისამართით დაანონსებულ სანქციებს. ოპოზიციის წევრის თქმით, როგორც წესი, აშშ სანქციების დაწესებაზე ყოველთვის ფეხს ითრევს, თუმცა ასეთის შემთხვევაში, აღნიშნული სანქციები ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ ხოლმე.

ელისაშვილი ამბობს, რომ დროს ტარებას და მოგზაურობას მიჩვეულ ხელისუფლებას სანქციების დაწესება ძალიან დააზარალებთ. 

მაგარ შარში არიან. ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, სანქციების დაწესებისთვის ყოველთვის ფეხს ითრევენ ხოლმე, მაგრამ სანქციებს თუ დაგიწესებენ, ის მთელი ცხოვრება გაყვება. შესაბამისად, კარგ დროს ტარებას მიჩვეულები, აქეთ-იქეთ სეირნობას მიჩვეულები, ნიუ-იორკში რომ ფოტოებს დებდნენ ძალიან ბედნიერები და ევროპაში რომ დადიან დღე და ღამე, იმათ მთელი ცხოვრება და მათი ოჯახის წევრებს აბსოლუტურად ჩაეკეტებათ ყველაფერი. იარონ მერე ხაშურში, რამე კლუბი მოძებნონ, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.

 

მსგავსი სიახლეები