მივესალმები პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას, არ შეჰყვეს ივანიშვილს ქვეყნის ბედით ვაჭრობაში - ბოკუჩავა
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ვეტოს დადების შემდეგ "ოცნებასთან" რუსული კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შევიდეს, ოპოზიცია იწონებს. ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ზურაბიშვილის პოზიციას, ივანიშვილს ქვეყნის ბედით ვაჭრობაში არ შეჰყვეს, მიესალმება.
მე პირადად გავაჟღერე კანონის მესამე მუხლში ჩაკეტვა ამ კანონის იმ თვალსაზრისით, რომ ის არ შეეხება საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, ეს ასევე შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან და აღნიშნულის ჩაწერაც შესაძლებელია კანონში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება არ გააკეთებს. მივესალმები პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ივანიშვილს ამ ვაჭრობაში ქვეყნის ბედით და ადამიანების ბედით, არ შეჰყვება, - ამბობს ბოკუჩავა.
პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" გამოსავლი არ დაუტოვა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ მუხლობრივ განხილვაში არ შევა და ოლიგარქის პარტიას კანონის "გაპატიოსნებაში" არ დაეხმარება.