რუსული კანონის მოდიფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს - გიორგი ვაშაძე

15.05.24 13:24
რუსული კანონის მოდიფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს - გიორგი ვაშაძე

რუსული კანონის მოდიფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს და სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილებას უწონებს.  ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კანონი რუსულია და მისი შეცვლა წარმოუდგენელია. 

ეს კანონი არის რუსული, ეს კანონი არ უნდა იქნეს მიღებული, ეს კანონი არის კონსტიტუციის 78 მუხლის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ წარმომიდგენია და არ არსებობს ამ კანონის მოდიფიცირების შესაძლებლობა. ეს კანონი უნდა იქნას გაწვეული უკან, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს პოზიცია, რომ მე დავადებ ვეტოს და ალბათ კონსტიტუცია იქნება ამის საფუძველი, აბსოლუტურად სწორია, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" გამოსავლი არ დაუტოვა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ მუხლობრივ განხილვაში არ შევა და ოლიგარქის პარტიას კანონის "გაპატიოსნებაში" არ დაეხმარება. 

მსგავსი სიახლეები