პაპუაშვილი წინააღმდეგია, კანონში, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, უცხო ქვეყნად რუსეთი განისაზღვროს

15.05.24 13:48
პაპუაშვილი წინააღმდეგია, კანონში, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, უცხო ქვეყნად რუსეთი განისაზღვროს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წინააღმდეგია, რომ კანონში, რომელიც მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცეს, უცხო ქვეყნად რუსეთი განისაზღვროს. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ აღნიშნული რისკს არა ზღვევს, რადგან რუსეთს შეუძლია ორგანიზაცია ევროპის სხვა ქვეყანაშიც დააფუძნოს და საქართელოს შიდა საქმეებში ამ გზით ჩაერიოს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო დამოუკიდებელია როგორც რუსეთისგან,ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან.

ასეთი შემოთავაზება ერთ-ერთ ოპოზიციურ ჯგუფს ჰქონდა, როგორც იცით და ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ორი მიზეზის გამო: პირველი მიზეზი - თუკი სამიზნე არის რუსეთი, რუსეთის სახელმწიფოს მოხსენიება ამ რისკს არ აზღვევს, იმიტომ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სხვა ქვეყნები და იმ ქვეყნის ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს საქართველოში, ამიტომ ეს არის ტყუილი, თითქოს ამას შეუძლია მოაწესრიგოს რუსეთის საკითხი. და მეორე, ჩვენ როცა ვსაუბრობთ გარე გავლენებზე, საქართველო დამოუკიდებელია ყველა ქვეყნისგან. არა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლები ვართ, ჩვენ დამოუკიდებლები ვართ სხვა ქვეყნებისგანაც, ჩვენი მეზობლები ვინც არიან და არა მეზობლები, - ამბობს პაპუაშვილი. 

პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" გამოსავლი არ დაუტოვა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ მუხლობრივ განხილვაში არ შევა და ოლიგარქის პარტიას კანონის "გაპატიოსნებაში" არ დაეხმარება.  

მსგავსი სიახლეები