მინისტრებთან მექნება თხოვნა, რომ "ოცნებას" სანქციები დაუწესონ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს ხვდებიან
რა გზავნილები ექნებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროპელ პოლიტიკოსებთან და რა სათქმელი აქვთ პარტნიორებს - საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე საკუთარი მოლოდინები გააჟღერეს.
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა "ქართული ოცნების" წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარებული მოვლენები უკონტროლო გახდება.
ევროკავშირის, ევროკომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან ხისტი და მკაცრი. არსებობს მექანიზმები, როგორიც არის ეროვნული სანქციები და მე მექნებოდა ეს თხოვნა ყველა მინისტრთან, რომ ეროვნული სანქციები დაადონ კონკრეტულმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" ილუზიური მოლოდინები არ ჰქონდეს", - ამბობს დეკანოიძე.
"ლელო" ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდის სურვილია, რომ საქართველო ოკუპანტ რუსეთს დააახლოოს და დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოაქციოს.
"ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან იქნება განცხადება, რომ კი ბატონო, თავი დაგვანებეთ, არ გინდათ ევროპა, არც ჩვენ გვინდა საქართველო" - აცხადებს უსუფაშვილი და ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან სათანადო პრინციპულობით და სათანადო მოთმინებით. ხელისუფლება ცალსახად დგას იმ გზაზე და ელის იმ დღეს, როდესაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან იქნება განცხადება, რომ კი ბატონო, თავი დაგვანებეთ, არ არ გინდათ ევროპა, არც ჩვენ გვინდა საქართველო. ამას არც ევროპა, არც ამერიკა და არც ქართველი ხალხი არ აპირებს", - ამბობს დავით უსუფაშვილი.
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ღიად ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დროა, 2024 წლის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელში ძალაუფლება არ შენარჩუნდეს.
განაცხადი, რომ ეს კანონი გაპატიოსნებას არ ექვემდებარება არის აბსოლუტურად ზუსტი. "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე წითელი ხაზი გადაკვეთა ამ კანონით და არა მხოლოდ ამ კანონით. ის უნდა წავიდეს. ევროპამ, აშშ-მ და რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა ამაზე მკაფიო განაცხადი გააკეთა" - ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა შეხვდებიან.