თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია! - ხაბეიშვილის ინტერვიუ "skynews"-თან

15.05.24 14:59
თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია! - ხაბეიშვილის ინტერვიუ "skynews"-თან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გავლენიან გამოცემა "skynews"-ს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ისაუბრა.

"ჩვენ არ გვეშინია თავისუფლებისთვის ბრძოლის" - ამბობს ხაბეიშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და იქვე დასძენს, რომ ქართველ ერს მხოლოდ ერთის, რუსეთში დაბრუნების ეშინია.

ენმ-ის თავმჯდომარე ღიად აცხადებს, რომ მოუხედავად სასტიკი ანგარიშსწორებისა და მოქალაქეების უმოწყალოდ ცემისა, რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის.

ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ვართ, შესაბამისად, ჩვენ არ გვეშინია თავისუფლებისთვის ბრძოლის. ჩვენ გვეშინია უკან რუსეთში დაბრუნების. იმაზე უფრო საშიშად არაფერი გამოიყურება, როგორც ცივილური სამყაროსგან მოწყვეტილი საქართველო. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად დაასრულებს გამარჯვებით. რაც მეტი ხალხი სცემეს, მით უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილმა ინტერვიუ ასევე საერთაშორისო მედიას, "CNN"-ს მისცა, სადაც დეტალურად გაიხსენა შემთხვევა, თუ როგორ გახდა სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.

ჩემგან ვერ მიიღეს ის, რაც სურთად. ისინი იღებდნენ თავდასხმის ვიდეოს, რათა შემდგომ გაევრცელებინათ და ოპოზიციონერი ლიდერის დისკრედიტაცია მოეხდინათ.” - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები