კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"
ასე ეხმაურება ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებუს გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. ქართველები ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან. მათი ხმის მოსმენა აუცილებლად უნდა მოხდეს“, - წერს ჰაჯა ლაბიბი X-ზე.