ელოდება თუ არა "ოცნების" 83 დეპუტატი სანქციებს შტატებიდან? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

15.05.24 16:42
ელოდება თუ არა "ოცნების" 83 დეპუტატი სანქციებს შტატებიდან? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

 

ელოდება თუ არა ოცნების 83 დეპუტატი სანქციებს შეერთებული შტატებიდან - მმართველი პარტიის წევრები კითხვებს გაურბიან და მედიას ემალებიან. ის, ვინც "პირველების" კითხვებს პასუხობს, ამბობს, რომ სანქციები მათ ვერ შეაჩერებს. ივანიშვილის პარტიას ერთი მესიჯბოქსი აქვს - დეპუტატები ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას ვიდრე სანქციები.

არ ველით ამ სანქციებს, მე რისი უნდა მეშინოდეს, საერთოდ არ წავალ ამერიკაში და მორჩა. თუ დამასანქცირებენ არ მაქვს პრობლემა, ისედაც არ მიყვარს ფრენა. მაგ ლოგიკით თუ გვეტყვიან, რომ ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავთო, მაგ ლოგიკით ბომბსაც გვესვრიან. სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს"- ამბობს ბექა დავითულიანი.

სანქციები არ უთქვამს იმას და თუ თქვა, თქვა კონკრეტულ პიროვნებებზე და დამიწესონ, აგერ ვარ მე, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ფინანსური დახმარება სქართველოს ამერიკიდან არ აქვს პრაქტიკულად. ვიბრძოდით, რომ დასავლეთში შევიდეთ, მაგრამ თავშიდაც არ მომივიდოდა, რომ კომუნისტური პარტიის მაგივრად ენჯეოებს უნდა ემართეათ ქვეყანა, მე ეს არ მინდა", - ამბობს პაატა კვიჟინაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.

მსგავსი სიახლეები