პანიკა სავალუტო ბაზარზე - ექსპერტები პასუხისმგებლობას "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებენ
პანიკა სავალუტო ბაზარზე - ლარის უფასურდება. რუსული კანონის ეფექტმა ბიზნესს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ლონდონის ბირჟაზე მსხვილი ქართული ბიზნესის აქციები უფასურდება. დანაკარგი მილიონებია.
ექსპერტები პასუხისმგებლობას "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებენ.
ბაზარი პოლიტიკურ პროცესებზე რეაგირებს. მაკროეკონომიკური ფაქტორი ლარის გაუფასურების ამ ეტაპზე არ იყო, თუმცა ვნახეთ, რომ მაინც დაიწყო გაუფასურება. ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს გაგრძელდება, რაც ქვეყანაშ ხდება, რა თქმა უნდა ლარის კურსის გაუფასურებაც გაგრძელდება და ყველა ჩვენგანის ჯიბეზე აისახება. პასუხისმგებლობა მთლიანად არის ხელისუფლებაზე, რომლის გაუთვლელმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის,რ აც დღეს დაემართა ქართულ ეკონომიკას", - ამბობს გიორგი კეპულაძე.
რუსული კანონის ნეგატიურ ეფექტზე საუბრობს "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძეც.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: ,,თიბისი ბანკი“, ,,საქართველოს ბანკი“ და ,,საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით.
“საქართველოს ბანკის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.850 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის კი 2.138 მილიარდია. კლებამ 712 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.179 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 1.634 მილიარდია. კლებამ 545 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
საქართველოს კაპიტალის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 614.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 460.8 მილიონია. კლებამ 153.6 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამივე კომპანიამ დაკარგა 1.4 გირვანქა სტერლინგი (4.7 მილიარდი ლარი).
ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი", - ამბობს რომან გოცირიძე.
"საქართველოს ბანკი", "თიბისი" და "ჯორჯიან კაპიტალი"- სამივე უმსხვილესი ქართული კორპორაცია, რომელიც ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, პოზიციებს კარგავს. ზარალი მილიონობით ლარია.