თუ დამასანქცირებენ, არც ეს არის პრობლემა - ზავრადაშვილი
"ოცნების" წევრი ირმა ზავრადაშვილი სანქციებს არ ელოდება, თუმცა თუ იქნება, ამბობს, რომ არც "ესაა პრობლემა"
კარგით რა, რა თქმა უნდა, არ ველოდები. არ ველოდები დასანქცირებას და თუ იქნება, თქვენ რომ ასე ძალიან გინდათ, არც ეს არის პრობლემა", - ამბობს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.